- რელატივიზმი
- სოციოლინგვისტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ენობრივი რელატივიზმის, ანუ ფარდობითობის ჰიპოთეზას, რომელზედაც, ძირითადად, დამყარებულია საპირისა და უორფის შრომები. ამ საკითხს საკმაოდ რთული ისტორია ჰქონდა. 1971 წელს ბერნსტაინმა შემოიღო «შეზღუდული» და «დახვეწილი» კოდის ცნება (იგულისხმება ენის ის «მარაგი» და სტრუქტურა, რომლითაც სარგებლობენ სხვადასხვა შემეცნებით და სოციალურ დონეზე მყოფი ადამიანები). ამ თეორიამ წარმატება ვერ მოიპოვა არა მეცნიერული სისუსტის მიზეზით, არამედ მისი პოლიტიკური არასასურველობის გამო. სამწუხაროდ, ბერნსტაინის თვალსაზრისმა ენის სოციალურ-კლასობრივი განსაზღვრულობის შესახებ ნაკლები გავლენა მოახდინა სოციოლინგვისტიკის განვითარებაზე, ვიდრე ეს უნდა ყოფილიყო მეცნიერების თავისუფალი განვითარების პირობებში. რელატივიზმის ბაზაზე ხდება სხვადასხვა ჯგუფთა ფარგლებში გავრცელებული ენობრივი ვარიაციების შედარებითი ანალიზი, მათი ენობრივი რესურსების გამოკვლევა. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარდა მრავალი გამოკვლევა ფორმალური (ეგრეთ წოდებული თავაზიანი) მეტყველებისა სხვადსხვა ენის ფარგლებში სოციალური ფაქტორებისა და შედეგების გათვალისწინებით.Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
Georgian encyclopedia. 2013.